1. ყველა გაზსადენი და გაზმოწყობილობა, მოქმედ გაზსადენთან მიერთებამდე, აგრეთვე მათი რემონტის შემდეგ ექვემდებარება გარეგან დათვალიერებას და საკონტროლო დაწნეხას.
2. საკონტროლო დაწნეხა წარმოებს ჰაერით ან ინერტული აირით შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით .
3. ნებისმიერი წნევის დასახლებული პუნქტის გაზსადენი ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.
4. ობიექტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის, აგრეთვე გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების, გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის დაწნეხა სრულდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.
5. ობიექტების შიგა გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის საკონტროლო დაწნეხა წარმოებს შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.
6. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარიანი და ჯგუფურბალონიანი დანადგარების შემოსაკრავები საკონტროლოდ უნდა დაიწნეხოს შესაბამისი სტანდარტების შესაბამისა