1. ყველა გაზსადენი და გაზმოწყობილობა მოქმედ გაზსადენთან მიერთებამდე, აგრეთვე მათი რემონტის შემდეგ, ექვემდებარება გარეგან დათვალიერებას და საკონტროლო დაწნეხას.
2. საკონტროლო დაწნეხა წარმოებს ჰაერით ან ინერტული აირით.
3. ნებისმიერი წნევის დასახლებული პუნქტის გაზსადენი ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას 0,02 მეგპა(0,2 კგძ/სმ2
) წნევით. წნევის დაცემა ერთი საათის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 10 დკპა-ს (10 მმ წყ.სვ.).
4. ობიექტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის, აგრეთვე გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების, გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის დაწნეხა სრულდება 0,01 მეგპა (0,1 კგძ/სმ2
) წნევით. წნევის დაცემა ერთი საათის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 დკპა (60 მმ წყ.სვ.)-ს.
5. ობიექტების შიგა გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის საკონტროლო დაწნეხა წარმოებს 500 დკპა (500 მმ წყ.სვ.) წნევით. წნევის დაცემა 5 წუთის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 20 დკპა (20 მმ წყ.სვ.)-ს.
6. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარიანი და ჯგუფურბალონიანი დანადგარების შემოსაკრავები საკონტროლოდ უნდა დაიწნეხოს 0,3 მეგპა (3 კგძ/ სმ2
) წნევით ერთი საათის განმავლობაში. დაწნეხის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ არ ხდება მანომეტრზე წნევის ხილული დაცემა და გაჟონვები, რაც მოწმდება საპნის ემულსიით.
7. მისაერთებელ გაზსადენებში ჰაერის წნევა შენარჩუნებული უნდა იყოს მიერთების ან გაზის გაშვების სამუშაოების დაწყებამდე.
8. თუ დათვალიერებული და საკონტროლოდ დაწნეხილი გაზსადენები არ იყო შევსებული გაზით, გაზის გაშვების სამუშაოების განახლებისას განმეორებით უნდა მოხდეს მათი დათვალიერება და დაწნეხა
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 7. საკონტროლო დაწნეხა
თავი IV — გაზსაშიში სამუშაოები
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი საათის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გავრცელების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ
- მუხლი 5. გაზის სისტემების ექსპლუატაცია
- მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები გაზსაშიში სამუშაოების მიმართ
- მუხლი 8. მოქმედ გაზსადენთან მიერთება
- მუხლი 9. გაზის გაშვება
- მუხლი 10. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
- მუხლი 11. ინსტრუმენტები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები
- მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ
- მუხლი 13. შემოვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-7/