1. დაგაზიანებულ ჭებში, კოლექტორებსა და სათავსებში, აგრეთვე, შენობის გარეთ დაგაზიანებულ ატმოსფეროში აკრძალულია სარემონტო სამუშაოების ჩატარება ღია ცეცხლის გამოყენებით (შედუღება, გაზით ჭრა).
2. გარე და შიგა გაზსადენებზე დაყენებული მოწყობილობის (არმატურა, ფილტრები, მრიცხველები და ა.შ.) გახსნა და შეცვლა ხდება გაზსადენის გამორთულ მონაკვეთზე. გამომრთველი მოწყობილობა უნდა დაიხშოს.
3. გაზსადენებზე დაყენებული სახშობები უნდა შეესაბამებოდეს მაქსიმალურ წნევას გაზსადენში, ჰქონდეს მილტუჩებიდან გამოსული ბოლოები, დაღი გაზის წნევისა და გაზსადენის დიამეტრის მითითებით.
4. ჩამკეტი არმატურის ჩობლების დატენვა, კონდენსატშემკრებების კუთხვილიანი შეერთებების დაშლა საშუალო და მაღალი წნევის დასახლებული პუნქტის გაზსადენებზე დასაშვებია, თუ გაზის წნევა არ აღემატება 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ2
)-ს.
5. მილტუჩა შეერთებების შუასადებების შეცვლა დასახლებული პუნქტის გაზსადენებზე დასაშვებია, თუ გაზის წნევა გაზსადენში არის 40-200 დკპა (40-200 მმ წყ.სვ.).
6. მილტუჩა, კუთხვილიანი შეერთებებისა და არმატურის დაშლა ნებისმიერი წნევის შიგა გაზსადენზე უნდა ხდებოდეს გაზსადენის გამორთულ და დახშულ უბნებზე.
7. გაზსადენები გაზისაგან დასაცლელად უნდა გაქრევდეს ჰაერით ან ინერტული აირით გაზის მთლიანად გამოდევნამდე. გაქრევის დამთავრება განისაზღვრება ანალიზით. აირის ნარჩენი მოცულობითი წილი გაზსადენში არ უნდა აღემატებოდეს აალების ქვედა ზღვრის 20 %-ს.
8. ქვაბები და გაზზე მომუშავე სხვა აგრეგატები შიგა დათვალიერების და რემონტის დროს გაზსადენიდან უნდა გამოირთოს სახშობებით. ქვაბის ან აგრეგატის საცეცხლეში მუშაობა ნებადართულია მხოლოდ გაზისაგან დაცლისა და დაგაზიანებაზე შემოწმების შემდეგ.
9. სახლშიგა გაზმოწყობილობის ონკანების შეზეთვა 50 მმ და ნაკლები დიამეტრის გაზსადენებზე დასაშ-ვებია უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვით, თუ გაზის წნევა არ აღემატება 300 დკპა (300 მმ წყ.სვ.)-ს
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 10. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
თავი IV — გაზსაშიში სამუშაოები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20 %
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ
- მუხლი 5. გაზის სისტემების ექსპლუატაცია
- მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები გაზსაშიში სამუშაოების მიმართ
- მუხლი 7. საკონტროლო დაწნეხა
- მუხლი 8. მოქმედ გაზსადენთან მიერთება
- მუხლი 9. გაზის გაშვება
- მუხლი 11. ინსტრუმენტები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები
- მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ
- მუხლი 13. შემოვლა
- მუხლი 15. ზოგადი მოთხოვნები გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მიმართ
- მუხლი 16. შემოვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 10, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-10/