1. გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას ახორციელებენ იურიდიული ან/და ფიზიკური პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გაზის სისტემების ახალი საწარმოო პროცესებისა და ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა, ახლად დამუშავებული მოწყობილობისა და ავტომატიზაციის საშუალებების ნიმუშების გამოცდა ხორციელდება მწარმოებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად ტექნიკური პირობების მიხედვით.
3. გაზმომარაგების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს გაზით უწყვეტ და უსაფრთხო მომარაგებას, აგრეთვე, გაზის მომხმარებლების ოპერატიული გამორთვის შესაძლებლობას.
4. ბუნებრივი გაზის ოდორიზაციას ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენის საწარმო, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისას – დამამზადებელი ქარხანა.
5. სუნის ინტენსიურობის საკონტროლო სინჯების აღების პუნქტებს (ადგილებს) და პერიოდულობას ადგენს გაზის მიმწოდებელი საწარმო