1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა:
ა) ბუნებრივი გაზის განაწილებისას – გაზსადენების კომპლექსი მაგისტრალური გაზსადენის გამანაწილებელი სადგურიდან მომხმარებლებამდე: გაზსადენები, ნაგებობები გაზსადენზე, გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის საშუალებები, მარეგულირებელი სადგურები, პუნქტები, დანადგარები, სამრეწველო ობიექტების, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების გაზსადენები და გაზმოწყობილობა;
ბ) გათხევადებული ნახშიწყლბადიანი გაზების განაწილებისას – გაზსავსები სადგურების, პუნქტების, სარკინიგზო და საავტომობილო გაზის ცისტერნების, გაზის ბალონების საზიდი სპეციალური ავტოტრანსპორტის, ჯგუფური ბალონიანი დანადგარების, მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარების, ბალონების პარკის ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტებისა და მოსახლეობის მომარაგებას.
2. საწარმოს (ორგანიზაციის) გაზის სისტემა – საწარმოს (ორგანიზაციის) ტერიტორიაზე განლაგებული გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა.
3. გაზმოწყობილობა – მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე, გაზის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც გაზი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბო-ბისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიურ ნედლეულად.
4. გაზის მიმწოდებელი საწარმო – საწარმო, მათ შორის, გამანაწილებელი საწარმო, რომელიც ახორ-ციელებს ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემებისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას.
5. გაზის სისტემაზე პასუხისმგებელი პირი – საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.
6. გაზსადენი – მილსადენი გაზის ტრანსპორტირებისათვის გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე.
7. ბუნებრივი გაზი (აირი) – ნახშირწყალბადები, რომლებიც 12 მპა წნევასა და 200 0
C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31,8 მეგჯ/მ3
(7600 კკალ/ მ3
).
8. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები (აირები) – ნახშირწყალბადების ნარევი (ძირითადად პროპანი C3
H8
და ბუტანი – C4
H10
), რომლებიც შედარებით მცირე წნევის ან ტემპერატურისას თხევად, ნორმალურ პირობებში კი აირად მდგომარეობაშია.
9. მაგისტრალური მილსადენი (მილსადენი) – 150 მილიმეტრის ან მეტი პირობითი დიამეტრის მილ-სადენები, აგრეთვე ამ მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად;
10. დასახლებული პუნქტის გაზსადენი – გაზსადენი მაგისტრალური გაზსადენის მანაწილებელი სადგურიდან გაზის მომხმარებლებამდე (შენობებისა და ნაგებობების გარე კედლებამდე).
11. შიდა გაზსადენები – გაზსადენები სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობის შიგნით.
12. ოდორანტი – მოხმარების უსაფრთხოების გაზრდისა და გაჟონვის გამოვლენის მიზნით გაზში დასამატებელი ნივთიერება დამახასიათებელი სუნის მისაცემად.
13. ოდორიზაცია – გაზში ოდორანტის შერევა.
14. გაზსავსები სადგური – საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება რკინიგზის, წყლის, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ავტოცისტერნებით და ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.
15. გაზსავსები პუნქტი – მცირე მწარმოებლურობის საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლისათვის მიწოდება ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.
16. სარეზერვუარო დანადგარი – დანადგარი, რომელიც რეზერვუარიდან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით ამარაგებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, საზოგადოებრივ შენობებს, კომუნალურ, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს.
17. ჯგუფური ბალონიანი დანადგარი _ გაზმომარაგების დანადგარი ორზე მეტი ბალონით.
18. საორთქლებელი დანადგარი – დანადგარი ნახშირწყალბადიანი გაზების ხელოვნურად საორთქლებლად.
19. გაზსაშიში სამუშაო – სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოე-ბისას შესაძლებელია გაზის გაჟონვა.
20. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო – ნებისმიერი სამუშაო ღია ცეცხლის გამოყენებით.
21. გაზსადენების კოროზიისაგან დაცვა – ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან.
22. გაზსადენების იზოლაცია (პასიური დაცვა) – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების ანტიკოროზიული საფარი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგთან მილის ლითონის შეხებას.
23. გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვა – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია, შესაბამისად, გაზსადენებზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან გაზსადენების ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა.
24. მილსადენის არმატურა – მოწყობილობა მილსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ნაკადების მართვისათვის. იყოფა სამ ძირითად კლასად: ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი.
25. ჩამკეტი არმატურა – მოწყობლობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.
26. მარეგულირებელი არმატურა – მოწყობილობა გაზის გამომავალი წნევის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად გაზის ხარჯისა.
27. მცველი არმატურა – მოწყობილობა გაზის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.
28. მცველი საფალიე მოწყობილობა – მოწყობილობა გაზის სანთურის და მაზუთის მფრქვევანას ავტომატური ან დისტანციური დანთებისათვის.
29. სამრეწველო ობიექტი – მეწარმე სუბიექტი, რომელიც ტექნოლოგიურ პროცესებს წარმართავს გაზის გამოყენებით, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც გაზს მოიხმარენ საკვების მომზადებისათვის ან/და წარმართავენ პროცესებს საყოფაცხოვრებო გაზის დანადგარების საშუალებით.
30. ადმინისტრაციული ობიექტი – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები.
31. საზოგადოებრივი ობიექტი – საგანმანათლებლო დაწესებულებების, თეატრების, საკონცერტო და სპორტის დარბაზების შენობები.
32. საექსპლუატაციო რეესტრი – ობიექტების/მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების და მათზ
ე ჩატარებული კაპიტალური რემონტის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
თავი II
პერსონალ
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
თავი I — გავრცელების სფერო და ტერმინთა განმარტება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გავრცელების სფერო
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ
- მუხლი 5. გაზის სისტემების ექსპლუატაცია
- მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები გაზსაშიში სამუშაოების მიმართ
- მუხლი 7. საკონტროლო დაწნეხა
- მუხლი 8. მოქმედ გაზსადენთან მიერთება
- მუხლი 9. გაზის გაშვება
- მუხლი 10. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
- მუხლი 11. ინსტრუმენტები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები
- მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ
- მუხლი 13. შემოვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 2, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-2/