1. „მოთხოვნების“ გავრცელების სფეროში შედის:
ა) დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის გამანაწილებელი გაზსადენები, აგრეთვე ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი (სკოლები, საბავშვო ბაღები, კინოთეატრები, სანახაობრივი დაწესებულებები) და სამრეწველო ობიექტების გაზის სისტემები;
ბ) საცხოვრებელი შენობების, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების გაზის სისტემები;
გ) გაზმარეგულირებელი სადგურები, პუნქტები და დანადგარები;
დ) გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსები სადგურები და პუნქტები (გაზსავსები სადგურები და პუნქტები);
ე) სარეზერვუარო და ჯგუფური ბალონიანი დანადგარები;
ვ) გაზის სისტემებზე გაზსაშიში სამუშაოების წარმართვა;
ზ) დასახლებული პუნქტის გაზსადენი;
თ) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმო, რომლებიც აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ არა უმეტეს 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ2
) ჭარბი წნევის ბუნებრივი გაზით და არა უმეტეს 1,6 მეგპა (16 კგძ/სმ2
) ჭარბი წნევის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით მომარაგების სისტემებს და ასევე მოიხმარენ გაზს ტექნოლოგიური მიზნებისათვის, ამზადებენ და იყენებენ გაზის მეურნეობის მოწყობილობას.
2. ყველა გაზის მიმწოდებელი საწარმო და სამრეწველო ობიექტი უფლებამოსილია აწარმოოს ამ „მოთხოვნების“ შესაბამისი საქმიანობა ისეთი უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ „მოთხოვნებს“