1. გაზის გაშვებისას გაზსადენები უნდა განიავდეს ჰაერის სრულად გამოდევნამდე. განიავების დამთავრება განისაზღვრება ანალიზით ან აღებული სინჯების დაწვით. ჟანგბადის მოცულობითი წილი გაზის სინჯი არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს. გაზი უნდა იწვოდეს მშვიდად.
2. გაზსადენის გაქრევისას აკრძალულია გაზჰაერის ნარევის გამოშვება სათავსებში, კიბის უჯრედებში, აგრეთვე სავენტილაციო და კვამლსარინ სისტემებში. გაზჰაერის ნარევი გაზსადენის გაქრევისას გამოშვებული უნდა იქნეს ისეთ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მისი შენობაში მოხვედრა ან აალება ცეცხლის წყაროდან.
3. მომხმარებლისაკენ განშტოებებზე, ცალკეული შენობების შემყვანებზე დაყენებული სახშობების მოხსნა ხდება გაზის გაშვების სამუშაოების ხელმძღვანელი პირის მითითებით, ვიზუალური დათვალიერებისა და გაზსადენის დაწნეხის შემდეგ.
4. საცხოვრებელ სახლებში გაზის გაშვებამდე მობინადრეებს გაზის მიმწოდებელმა საწარმომ უნდა აცნობის გაზის გაშვების შესახებ და გააცნოს გაზით უსაფრთხო სარგებლობის წესები.
5. გაზსადენებზე, რომლებშიც შეწყვეტილია გაზის მიწოდება 6 თვეზე მეტი ხნით, გაზის გაშვებამდე უნდა ჩატარდეს ხელახალი გამოცდა სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ახლად აშენებული გაზსადენის გამოცდის ნორმების მიხედვით, შემოწმდეს ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის დანადგარების მუშაობა, საკვამლე და სავენტილაციო სისტემების მდგომარეობა, გაზის მოწყობილობის, არმატურის, საზომ და ავტომატიზაციის საშუალებათა კომპლექტურობა და გამართულობა
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 9. გაზის გაშვება
თავი IV — გაზსაშიში სამუშაოები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 1%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ
- მუხლი 5. გაზის სისტემების ექსპლუატაცია
- მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები გაზსაშიში სამუშაოების მიმართ
- მუხლი 7. საკონტროლო დაწნეხა
- მუხლი 8. მოქმედ გაზსადენთან მიერთება
- მუხლი 10. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
- მუხლი 11. ინსტრუმენტები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები
- მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ
- მუხლი 13. შემოვლა
- მუხლი 15. ზოგადი მოთხოვნები გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 9, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-9/