1. გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მუშაობის რეჟიმის დადგენა ხდება პროექტის შესაბამისად.
2. სამრეწველო, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების, საცხოვრებელი შენობების გაზმარეგულირებელი დანადგარების გამართვის პარამეტრები განისაზღვრება პროექტით და ზუსტდება გაზის გაშვების სამუშაოების დროს.
3. ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და სამუშაოები, რომლებიც სრულდება ტექნიკური მდგომა-რეობის დათვალიერების (შემოვლის), ტექნიკური მომსახურების, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დროს, უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
4. მოწყობილობის რემონტის შემთხვევისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რედუქცირების სარეზერვო ხაზი ან შემოვლითი გაზსადენი (ბაიპასი). ბაიპასის მოწყობა გაზის მიწოდებისას ისეთ დანად-გარებზე, რომლებიც გათვლილია მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში მუშაობაზე, საჭირო არაა. შემოვლითი გაზსადენით გაზის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მოწყობილობისა და არმატურის რემონტისათვის.
5. ჰაერის ტემპერატურა გაზმარეგულირებელი სადგურებისა და პუნქტების სათავსებში განისაზღვრება პროექტით, გამოყენებული მოწყობილობის კონსტრუქციისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მიხედვით, დამამზადებელი ქარხნების პასპორტების შესაბამისად.
6. გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტის შენობაზე გარედან, კარადისებრ მარეგულირებელ პუნქტზე და გაზმარეგულირებელი დანადგარის შემოღობვაზე უნდა იყოს მაფრთხილებელი წარწერები „ცეცხლსაშიშია – გაზი“
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 15. ზოგადი მოთხოვნები გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მიმართ
თავი VI — გაზმარეგულირებელი სადგურები, პუნქტები და დანადგარები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. მოქმედ გაზსადენთან მიერთება
- მუხლი 9. გაზის გაშვება
- მუხლი 10. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
- მუხლი 11. ინსტრუმენტები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები
- მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ
- მუხლი 13. შემოვლა
- მუხლი 16. შემოვლა
- მუხლი 17. წნევის რეგულატორები
- მუხლი 18. მცველი სარქვლები
- მუხლი 19. ფილტრები
- მუხლი 20. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზგამომყენებელი დანადგარების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 15, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-15/