1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების წნევის რეგულატორებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 0,003 მეგპა (0,03 კგძ/სმ2
)-ს.
2. გაზის წნევის რყევა გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გამოსასვლელზე დასაშვებია მუშა წნევის 10%-ის ფარგლებში. მუშა წნევის მომატების ან შემცირების გამომწვევი უწესივ-რობები რეგულატორში უნდა აღმოიფხვრას საავარიო წესით.
3. გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში წნევის რეგულატორის მუშაობაში ჩართვა დასაშვებია მცველი ჩამკეტი სარქვლის ამოქმედების მიზეზების გამოვლენისა და უწესივრობის აღმოსაფხვრელად ზომების მიღების შემდეგ.
4. ექსპლუატაციის გარანტირებული ვადის მქონე რეგულატორების ტექნიკური მომსახურება და მიმ- დინარე რემონტი წარმოებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად. გარანტირებული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებელია ასეთი რეგულატორების შემოწმება და მოწესრიგება