1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების წნევის რეგულატორებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი გაზის წნევა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს.

2. გაზის წნევის რყევა გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გამოსასვლელზე დასაშვებია მუშა წნევის 10%-ის ფარგლებში. მუშა წნევის მომატების ან შემცირების გამომწვევი უწესივრობები რეგულატორში უნდა აღმოიფხვრას საავარიო წესით.

3. გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში წნევის რეგულატორის მუშაობაში ჩართვა დასაშვებია მცველი ჩამკეტი სარქვლის ამოქმედების მიზეზების გამოვლენისა და უწესივრობის აღმოსაფხვრელად ზომების მიღების შემდეგ.

4. ექსპლუატაციის გარანტირებული ვადის მქონე რეგულატორების ტექნიკური მომსახურება და მიმდინარე რემონტი წარმოებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად. გარანტირებული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებელია ასეთი რეგულატორების შემოწმება და მოწესრიგებ