1. სათავსი, რომელშიც გაყვანილია გაზსადენები და დადგმულია გაზგამომყენებელი აგრეგატები და არმატურა, უნდა იყოს მისაწვდომი მომსახურე პერსონალისათვის და შეესაბამებოდეს პროექტს.

2. შიგა გაზსადენებსა და გაზმოწყობილობას უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება დამამზადებელი ქარხნის ტექნიკური ინსტრუქციის შესაბამისად.

3. გაზსატარების და საკვამლე მილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, გაწმენდა და რემონტი უნდა ჩატარდეს ღუმლების, ქვაბებისა და სხვა მოწყობილობის რემონტის დროს, აგრეთვე, წნევის დარღვევისას.

4. მომსახურე პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გაზის მიწოდება:

ა) დაგაზიანების გაჩენისას;

ბ) გაზმოწყობილობასა და გაზსადენებზე გაზის გაჟონვის გამოვლენისას.

თავი VIII

ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების გაზსადენები და გაზმოწყობილო