მფლობელმა და გაზის მიმწოდებელმა საწარმომ, რომლებიც შენობის საინჟინრო მოწყობილობას უწევენ ტექნიკურ მომსახურებას, უნდა უზრუნველყონ:
ა) სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემების, მათ შორის, ლითონის შემაერთებელი მილების, კვამ-ლსადენების სათავსების მდგომარეობის დროული შემოწმება;
ბ) შეტყობინების დაუყოვნებლივი გადაცემა გაზის მიმწოდებელი საწარმოსადმი გაზხელსაწყოების გამორთვის აუცილებლობის შესახებ კვამლსადენების უწესივრობისა და ახალი ხელსაწყოების დამონტაჟების წესების დარღვევის გამოვლენისას;
გ) პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს