1. რეზერვუარის ავსების მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს მისი მოცულობის 85%-ს;
2. რეზერვუარების, ავტოცისტერნებისა და ბალონების ავსებისას აკრძალულია მათში წნევის შემცირება ატმოსფეროში ორთქლის ფაზის გაშვებით.
3. ბალონებში გაზის მიმწოდებელ გაზსადენში თხევადი ფაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს მუშა წნე-ვას – 1,6 მეგპა (16 კგძ/სმ2
)-ს.
4. დაუშვებელია კონსტრუქციული დეფექტების მქონე და ტექნიკური შემოწმების ვადაგასული ბალონების ავსება.
5. ბალონებით გაზის ავსების შემდეგ უნდა შემოწმდეს მათი ავსების დონე აწონვით ან სხვა ხერხით, რომელიც უზრუნველყოფს ავსების დონის კონტროლს.
6. ნაჭარბი გაზი უნდა ჩამოიცალოს. გაზის გაშვება ატმოსფეროში აკრძალულია.
7. ავსებული ბალონები უნდა შემოწმდეს ჰერმეტულობაზე. არაჰერმეტული ბალონები უნდა დაიცალოს.
8. რეზერვუარები და ბალონები შემოწმებისა და რემონტის წინ უნდა გათავისუფლდეს გაზისაგან, აუორთქლებელი ნარჩენებისაგან და დამუშავდეს. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავებაში იგულისხმება მათი გაორთქვლა და შემდეგ ინერტული აირით გაქრევა ან თბილი წყლით შევსება. ამ მიზნით ჰაერის გამოყენება დაუშვებელია. რეზერვუარები ორთქლის ან თხევადი ფაზის გაზსადენებიდან დამატებით ითიშება სახშობებით.
9. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავების თანამიმდევრობა, დრო და უსაფრთხოების აუცილებელი ზომები განისაზღვრება საწარმოო ინსტრუქციით.
10. რეზერვუარებიდან და გაზსადენების დემონტირებული უბნებიდან პიროფორული დანალექი გატანილ უნდა იქნეს სადგურის ტერიტორიიდან დატენიანებულ მდგომარეობაში.
11. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავების შემდეგ ნამუშევარი წყალი პირველსაწყისად უნდა დაგროვდეს სალექარში (საწდომში), რომელიც გამორიცხავს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მოხვედრას კანალიზაციაში.
12. სადგურიდან გაცემული ბალონების სარქვლებს ან ვენტილებს უნდა ჰქონდეს მცველი ხუფი.
13. ბალონების გადაადგილებისას გამორიცხული უნდა იყოს მათი ვარდნისა და დაზიანების შესაძლებლობა
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 26. რეზერვუარები და ბალონები
თავი IX — გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსები სადგურები და პუნქტები (გაზსავსები სადგურები და პუნქტები)
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 85%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. ფილტრები
- მუხლი 20. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზგამომყენებელი დანადგარების მიმართ
- მუხლი 21. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის მიმართ
- მუხლი 22. გაზსადენები და გაზმოწყობილობა
- მუხლი 23. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები
- მუხლი 24. ზოგადი მოთხოვნები გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების მიმართ
- მუხლი 27. ჩამკეტი არმატურა, სარქვლები
- მუხლი 28. კომპრესორები და ტუმბოები
- მუხლი 29. სავენტილაციო სისტემები
- მუხლი 30. მოთხოვნები ლითონების გაზის ალით დამუშავებისას
- მუხლი 31. მოთხოვნები გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 26, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-26/