1. გაზით ჭრის, შედუღების და ლითონების გაზის ალით დამუშავების სხვა სახის სამუშაოები, აგრეთვე, ღია ცეცხლის გამოყენება სხვა წყაროებიდან დასაშვებია არანაკლებ შემდეგი მანძილებით (ჰორიზონტალურად) დაცილებისას:
ა) 10 მ – ჯგუფური გაზბალონიანი დანადგარებიდან;
ბ) 5 მ – ჟანგბადისა და საწვავი გაზების ცალკეული ბალონებიდან;
გ) 3 მ – გაზსადენებიდან და რეზინქსოვილის სახელოებიდან, აგრეთვე გაზის ასაღები პოსტებიდან გაზის ალით დამუშავების სამუშაოების ხელით შესრულების დროს და 1,5 მ ავტომატური და ნახევრადავტომატური ხაზების გამოყენებისას.
2. მუშაობის დროს თხევადი გაზის ბალონები უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
3. თხევადგაზიანი ბალონის მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურაა 450
ჩ. შენობაში მოთავსებული ბალონები დაცილებული უნდა იყოს გათბობის რადიატორებისა და გათბობის სხვა ხელსაწყოებიდან არანაკლებ 1 მ-ით, ხოლო ღია ცეცხლიანი სითბოს წყაროებიდან – არანაკლებ 5 მ-ით.
4. გადასატანი სანთურებისა და მოძრავი აგრეგატების მიერთება დასაშვებია რეზინქსოვილის სახელურებით, რომელთა დამზადების ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებში აღნიშნულია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა. სახელურის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 30 მ-ს. იგი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 3 ცალკეული, ერთმანეთთან სპეციალური ორმხრივი ნიპელებით შეერთებული ნაჭრისაგან. სახელურის ბოლოები საიმედოდ უნდა დამაგრდეს გაზსადენზე და სანთურაზე ცალუღებით. სანთურის ან მოძრავი აგრეგატის არსებულ ონკანებთან ერთად სხვა საჭირო ონკანები უნდა განთავსდეს სახელურამდე. რეზინქსოვილების გამოყენება, რომელთაც აქვთ ბზარები, ჩანაჭერები, ამობურცვები და ცვეთები, დაუშვებელია.
5. აკრძალულია გაზით ჭრის, შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სხვა სახის სამუშაოების ჩატარება ცოკოლისა და სარდაფის სათავსებში, აგრეთვე ჭებში, შახტებსა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში.
6. აკრძალულია ბალონებიდან თხევადი გაზის მოხმარება მასში სამუშაო წნევის 0,05 მეგპა (0,5 კგძ/სმ2
)-ზე ქვემოთ შემცირებისას.
7. აკრძალულია სამუშაო ადგილზე სანთურების, საჭრელების და სხვა აპარატურის შეკეთება.
8. სანთურის (საჭრელის) მუშაობისას ალი არ უნდა იყოს მიმართული ბალონებისაკენ. თუ ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, ბალონები უნდა გადაიღობოს ლითონის ეკრანით.
9. აკრძალულია საწვავი გაზების სახელოების გაქრევა ჟანგბადით და ჟანგბადის სახელოების გაქრევა საწვავი გაზით, აგრეთვე, სახელოების ურთიერთშენაცვლება.
თავი XI
გაზსადენების ელექტროქიმური კოროზიისაგან დაცვ
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 30. მოთხოვნები ლითონების გაზის ალით დამუშავებისას
თავი X — ლითონების გაზის ალით დამუშავება გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გამოყენებით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები
- მუხლი 24. ზოგადი მოთხოვნები გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების მიმართ
- მუხლი 26. რეზერვუარები და ბალონები
- მუხლი 27. ჩამკეტი არმატურა, სარქვლები
- მუხლი 28. კომპრესორები და ტუმბოები
- მუხლი 29. სავენტილაციო სისტემები
- მუხლი 31. მოთხოვნები გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვისას
- მუხლი 32. მოთხოვნები საქვაბეების გაზმომარაგების სისტემების ექსპლუატაციისას
- მუხლი 33. მოთხოვნები ავარიული სიტუაციებისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 30, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-30/