1. ბალონების საშუალედო საწყობები განკუთვნილია გაზსავსებ სადგურში ან გაზსავსებ პუნქტში შევსებული თხევადი გაზის ბალონების მიღების, შენახვისა და მომხმარებელებისათვის მისაწოდებლად.
2. ბალონების საშუალედო საწყობების შემადგენლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის დაცვით მოწყობილი ცარიელი და სავსე ბალონების საწყობი , აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის მოედნები ბალონების მიღება-გაცემისათვის. მანძილი კარადებიდან შენობა-ნაგებობებამდე აღებულ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
3. ბალონების საშუალედო საწყობები უნდა განლაგდეს დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
4. თხევადი გაზის საწყობების სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიაზე განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
თავი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 18. ბალონების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება— ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე