1. გაზსავსებ სადგურში გაზის მიღებისა და შენახვისათვის განკუთვნილი რეზერვუარები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

2. გაზსავსებ სადგურში გაზის მიწისზედა ან მიწისქვეშა რეზერვუარების განლაგება ჯგუფის შიგნით და რეზერვუარებს შორის მანძილები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3. მიწისზედა რეზერვუარები უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. მიწისზედა რეზერვუარები დაცულ უნდა იყოს მზის სხივების ზემოქმედებისაგან.

5. მიწისზედა რეზერვუარების თითოეული ჯგუფის პერიმეტრზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემოზვინვა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

6. რეზერვუარების პარკის ტერიტორიაზე შესასვლელად შემოზვინვის ან კედლის ორივე მხრიდან გათვალისწინებულ უნდა იყოს გადასასვლელი კიბეები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით,7. მიწისქვეშ განლაგებისათვის გათვალისწინებულ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის რეზერვუარები.

8. მანძილი სიოში ცალკეულ მიწისქვეშა რეზერვუარებს შორის უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით

9. რეზერვუარები კოროზიისაგან უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დაცულ