1. გაზსავსები სადგურის წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დაპროექტება უნდა შესრულდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. გაზსავსებ სადგურში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იქნეს ხანძრის ქრობის სისტემა, რომელიც მოიცავს რეზერვუარებს წყლის მარაგით და სახანძრო ჰიდრანტებს.

3. გაზსავსებ სადგურში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რეზერვუარის ტევადობიდან გამომდინარე მიწისზედა რეზერვუარებზე გათვალისიწინებული უნდა იქნეს რეზერვუარების წყლით გაგრილების სტაციონარული ავტომატური სისტემა.

4. გაზსავსებ სადგურში აუცილებელია საწარმოო და საყოფაცხოვრებო კანალიზაციის გათვალისწინება, მოწყობილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. დახურული სათავსებისათვის შესაბამისი სტანდარტის მიხედვით საჭიროა მომდენ გამწოვი სავენტილაციო სისტემების მოწყობა.

6. სატუმბ-საკომპრესორო, ამაორთქლებელ, შევსების, ბალონების დეგაზაციისა და სამღებრო განყოფილებების სათავსებში, სამუშაო დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი განიავება, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

7. საავარიო ვენტილაცია უნდა მოეწყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

8. საწარმოო სათავსებში განლაგებული ტუმბოების, კომპრესორებისა და სხვა მოწყობილობების ელექტროამძრავები, ვენტილაციის გამორთვის შემთხვევაში ავტომატურად უნდა ითიშებოდეს.

თავი III

გაზსავსები პუნქტე