1. ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი და მისი მოწყობილობები დაპროექტებული, აწყობილი და განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2.  სამანქანო განყოფილების სათავსოს, უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი, მათ შორის, ერთი გარეთ, გასასვლელი, რომლებიც ერთმანეთისგან მაქსიმალურად იქნებიან დაშორებული, მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით.

3. სამანქანო განყოფილების სათავსოს სიმაღლე, მზიდი კონსტრუქციის ზედაპირიდან, უნდა იყოს არანაკლებ 4.8 მ. ხოლო რეკონსტრუირებული შენობის შემთხვევაში   არანაკლებ 3.6 მ.

4. მოწყობილობის განყოფილების სიმაღლე, მზიდი სამშენებლო კონსტრუქციის ზედაპირიდან, უნდა იყოს არანაკლებ 3.6 მ. რეკონსტრუირებული შენობის შემთხვევაში   არანაკლებ 3.0 მ.

5. ახლად დაპროექტებულ ობიექტებში, სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების ქვეშ, დაუშვებელია სარდაფის მოწყობა ამიაკის მოწყობილობის, ჭურჭლების, ტუმბოების და მილსადენების განსათავსებლად.

6. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების იატაკი უნდა იყოს სწორი, არასრიალა და დამზადებული უნდა იყოს უწვადი და არაალებადი მასალისაგან.

7. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილებებში  მოწყობილი უნდა იყოს მუდმივად მოქმედი მომდენ-გამწოვი და ავარიული გამწოვი ვენტილაციის სისტემები.

8. სამანქანო და მოწყობილობის განყოფილების ავარიულ ვენტილაციას უნდა გააჩნდეს გამშვები ხელსაწყო, როგორც შიგნით სავენტილაციო სათავსოში გასასვლელებთან, ასევე შენობის გარე კედელზე. ავარიული ვენტილაციის ელექტროკვებისთვის გამოყენებული უნდა იყოს როგორც ძირითადი, ასევე მისგან დამოუკიდებელი ენერგიის წყარ