1. საშიში სამუშაო რეჟიმიდან გამოსართავად სამაცივრო დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური დაცვის ხელსაწყოებით.
2. თითოეულ თბომცვლელ ან ტევადობის ჭურჭელს, საიდანაც კომპრესორები შეიწოვენ ამიაკის ორთქლს, უნდა გააჩნდეთ ორ-ორი ურთიერთდუბლირებადი დამცავი დონის რელე, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპრესორების გამორთვას სითხის საშიშ დონემდე მატების შემთხვევაში.
3. საცირკულაციო რესივერებს, ამაორთქლებლებს და შუალედურ ჭურჭლებს უნდა გააჩნდეთ რეგულატორები ან რელე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამიაკის აუცილებელი ნორმალური სამუშაო დონის შენარჩუნებას.
4. საცირკულაციო და დამცავ რესივერებს უნდა გააჩნდეთ ზღვრული დასაშვები დონის რელე, რომელიც რთავს სიგნალიზაციას. დონის შემდგომი აწევის საწინააღმდეგო ზომების მიღების აუცილებლობის ნიშნად, სიგნალიზაციის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის საქართველოს სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. ხაზოვანი რესივერები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით დადგენილი მახასიათებლების მქონე სიგნალიზაციით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. დაუშვებელია ერთი და იმავე ხელსაწყოს ერთდროულად გამოყენება საცირკულაციო და დამცავი რესივერების ფუნქციონირების რეგულირების და დაცვისთვის.
7. სითხის დონის კონტროლისათვის ვერცხლისწყლიანი მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია.
8. ელექტრონული სადენები, რომლებიც აკავშირებენ დონის დამცავი რელეს გადამწოდებს ელექტრონულ ბლოკებთან, დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან ან გაყვანილი უნდა იქნეს მილებში შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
9. დანადგარებში ნებისმიერი ამაორთქლებელი სისტემის მოწყობილობის ან ჭურჭლის დონის დამცავი რელეს ამოქმედების შემთხვევაში, უნდა გამოირთოს სამანქანო განყოფილების ყველა მომუშავე ამიაკის კომპრესორი.
10. კომპრესორების ჩართვა დაცვის ხელსაწყოების ამოქმედების შემდეგ დაუშვებელია დაცვის მექანიკური განბლოკვის გარეშე.
11. დაუშვებელია კომპრესორების ამუშავება გამორთული ავტომატური დაცვის მოწყობილობების პირობებშ