1. სამაცივრო დანადგარისა და მილსადენის მონტაჟი და მასთან დაკავშირებული სამუშაო უნდა განხორციელდეს წნევაზე მომუშავე ჭურჭლების შესახებ შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2.  მოწყობილობის მფლობელის მიერ მონტაჟის შემდეგ სისტემის ამიაკით შევსება უნდა მოხდეს სისტემის გაქრევის, სიმტკიცეზე და სიმკვრივეზე გამოცდის შემდეგ.

3.  მოქმედი სამაცივრო დანადგარის მილსადენებზე საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ გამორთულ და ამიაკისგან (ჰაერის გამოქრევით) განთავისუფლებულ მოწყობილობაზე და მილსადენზ