1. საკომპრესორო დანადგარების შევსება თხევადი ამიაკით უნდა ხორციელდებოდეს ქარხანა-დამამზადებლის პასპორტის/ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ამიაკის ავზები უნდა აკმაყოფილებდნენ წნევაზე მომუშავე ჭურჭლების შესახებ შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. სამაცივრო დანადგარსა და მის დამხმარე ინფრასტრუქტურაში გამოყენებული ამიაკი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის საქართველოს სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარში გამოსაყენებელ ამიაკს თან უნდა ერთვოდეს ამიაკის დამამზადებლის ლაბორატორიული დასკვნა.
5. სისტემის ამიაკით შევსების დროს მომსახურე და დაქირავებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამიაკის ბალონების შევსება და დაცლა უნდა ხორციელდებოდეს უსაფრთხოების სრული დაცვი