1. კომპრესორის ექსპლუატაცია, მათ მიერ ამიაკის ორთქლის შეწოვა, გადახურება და ცილინდრების გახსნა უნდა მოხდეს უსაფრთხოების სრული დაცვით.
2. სითხის გამცალკევებლის გარეშე კომპრესორების მიერ ამიაკის ორთქლის შეწოვა დაუშვებელია.
3. მოწყობილობის ყველა მოძრავი და მბრუნავი ნაწილი უნდა იყოს მთლიანი ან ბადისებრი შემოღობვით უზრუნველყოფილი, შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. სამაცივრო ამიაკის კომპრესორების შესაპოხად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კომპრესორების პასპორტში/ინსტრუქციაში მითითებული შესაბამისი საპოხი მასალები.
5. მონტაჟის ან/და რემონტის შემდეგ, ამიაკის კომპრესორების შემოწმება და საცდელი ჩართვა უნდა განხორციელდეს ქარხანა-დამამზადებლის პასპორტის/ინსტრუქციის შესაბამისა