1. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ამიაკის სისტემის შემადგენელი ნაწილების შეერთებიდან ამიაკის გაჟონვისგან დაცვა, შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მარეგულირებელ სადგურსა და კონდენსატორს შორის სითხის მილსადენების, აგრეთვე მათანაბრებელი სითხის და ორთქლის ხაზების ჩამკეტი ვენტილები, მუშაობის დროს, უნდა იყოს ღია მდგომარეობაში ან გამოყენებულ იქნას სხვა ზომა აფეთქებასა და გაჟონვასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

3. ამიაკის არმატურა და მილსადენები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან.

4. აუცილებელია ლითონის ან მისი ეკვივალენტური მდგრადობის მასალით შემოღობვის გაკეთება ან მიღებული იქნეს სხვა ალტერნატიული ზომა, რომელიც უზრუნველყოფს მილსადენების დაზიანებისგან დაცვას.

5. ამიაკის სამაცივრო კამერებში ტვირთები უნდა იყოს უსაფრთხოების ზომების, მათ შორის მანძილების დაცვით განთავსებული, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს პასპორტით/ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. ჰაერგამაცივებლების მასში ჩამონტაჟებული ელექტრო-გამახურებელი ელემენტებით გალღობის წინ აუცილებელია ჰაერგამაცივებლების თხევადი ამიაკისგან განთავისუფლებ