1. საწარმოს ტერიტორიაზე ამიაკის მილსადენები გაყვანილი უნდა იქნას საყრდენებზე, მიწის ზემოთ, ტრანსპორტის თავისუფალი მოძრაობის სიმაღლეზე.
2. საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გვირაბებს უნდა ჰქონდეს ორი გასასვლელი, მათ შორის ერთი უშუალოდ გარეთ გამავალი, ასევე მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, საავარიო და სარემონტო განათება და საავარიო სიგნალიზაცია სამანქანო განყოფილებაში.
3. კომპრესორების მუშაობით გამოწვეული ვიბრაციის ზეგავლენის შემცირების მიზნით, მფლობელმა უნდა დაიცვას შესაბამისი საქართველოს სტანდარტით გათვალისწინებული შესაბამისი პირობები, ზომები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. სამაცივრო კამერებში გამაცივებელ მოწყობილობებთან ამიაკის მილსადენების მიყვანა უნდა განხორციელდეს გასასვლელების გასწვრივ, კედლებთან და ტიხრებთან, რათა გამოირიცხოს ტვირთებით და სატრანსპორტო საშუალებებით მილების დაზიანება.
5. სამაცივრო დანადგარების მილსადენებს, შემაერთებელ ნაწილებს, არმატურას და იზოლაციას უნდა ჰქონდეთ ამოსაცნობი შეფერილობა შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაშ