1. მილსადენების მახასიათებლები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ამიაკის ტრანსპორტირება, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. მოწყობილობის იმ ნაწილების მასალები, რომლებიც იმყოფებიან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. იმ ნაწილების მასალა, რომლებიც მუშაობისას უშუალო შეხებაში არიან ამიაკთან და საპოხ ზეთთან, უნდა იყოს ქიმიურად ინერტული ამიაკის და ზეთის მიმართ.
4. ამიაკის მილსადენების მილტუჩების დასამზადებლად გამოყენებული უნდა იქნას უსაფრთხო მასალა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ რეგლამენტს და შესაბამის საქართველოს სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაშ