1. ტექნიკური რეგლამენტი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების, მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი მოთხოვნებს ისეთი სტაციონარული, სამეწარმეო დანიშნულების სამაცივრო დანადგარების მიმართ, რომლებიც მუშაობენ ჩაკეტილი ციკლით, სადაც მაციებელ აგენტად გამოყენებულია ამიაკი, ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებული ამიაკის წონა წარმოადგენს არანაკლებ 100 კილოგრამს და/ან რომლის სისტემაში ამიაკის დასაჭირხნად გამოიყენება კომპრესორი.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება დასაპროექტებელ, დასამონტაჟებელ, რეკონსტრუირებულ და ექსპლუატაციაში მყოფ სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარებზე.
3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება მფლობელს.
4. მფლობელს უნდა ჰქონდეს სამაცივრო დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც შემუშავებულია ამ მაცივრის დამამზადებლის მიერ. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მფლობელმა თავად უნდა შეიმუშაოს სამაცივრო დანადგარის შემადგენლობაში შემავალი მოწყობილობის ექსპლუატაციის ინსტრუქციებ