1. თითოეული გაცივების სისტემის კომპრესორები დაცული უნდა იყოს ჰიდრავლიკური დარტყმისაგან.

2. 500 ტონის პროდუქტის და მეტი ტევადობის მაცივრებს უნდა გააჩნდეს უშუალო გაცივების ტუმბო-ცირკულაციური სისტემები.

3. უშუალო გაცივების სისტემის მქონე მაცივარს, კომპრესორების თითოეულ შემწოვ მაგისტრალზე,  უნდა გააჩნდეს სითხის გამცალკევებელი, რომლის მახასიათებლები განისაზღვრება შესაბამისი საქართველოს  სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ხაზობრივი  რესივერების ტევადობა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის საქართველოს სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. ამიაკის სამაცივრო დანადგარი და მისი ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იყოს უშუალო სითბური ზემოქმედებისგან, მათ შორის პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან. ამასთანავე მიღებული უნდა იყოს ყველა ზომა მოწყობილობათა გადახურების გამოსარიცხა