1. რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების და მილსადენების სარემონტო და გაწმენდის სამუშაოები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი პირობებისა და სამუშაოების თავისებურებების გათვალისწინებით.
2. გაწმენდის სამუშაოების დაწყებამდე მუშებს უნდა ჩაუტარდეთ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების და პირველადი დახმარების აღმოჩენის ინსტრუქტაჟი.
3. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით , რეზერვუარში სამუშაოდ დაშვება უნდა ხდებოდეს შემდეგი პირობების უზრუნველყოფისას:
ა) ნავთობპროდუქტის ორთქლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს;
ბ) ჟანგბადის შემცველობა არ უნდა იყოს 20 %-ზე ნაკლები (მოცულობის მიხედვით);
გ) ჰაერის ტემპერატურა რეზერვუარში არ უნდა აღემატებოდეს 35 გრადუს;
დ) რეზერვუარში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 70 %-ს
4. რეზერვუარში სამუშაოების ჩატარებისას შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია და სამუშაო ადგილის განათება. მომდენ-გამწოვი ვენტილაციის არარსებობისას მუშები უნდა აღიჭურვონ შლანგიანი აირწინაღებით.
5. რემონტის დაწყების წინ, შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვოთ, ტუმბო უნდა გაჩერდეს, გამოირთოს მილსადენებისგან (დაიკეტოს საკვალთები და დაყენდეს სახშობები) და გათავისუფლდეს პროდუქტისაგან. თუ რემონტი მიმდინარეობს მოქმედ სატუმბ განყოფილებაში, მიღებული უნდა იქნეს ნაპერწკლის წარმოქმნის საწინააღმდეგო ზომები.
6. რემონტის დაწყებამდე შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით, მილსადენი უნდა დაიცალოს ნავთობპროდუქტისგან და საკვალთებით ან სახშობებით გამოირთოს მოქმედი მილსადენებისა და რეზერვუარებისგან. დაუშვებელია რკინის წნელით ან სხვა რაიმე ინსტრუმენტით მილსადენის გაწმენდა.
7. თხრილებში ან ჭებში არსებული მილსადენების რემონტის წინ აუცილებელია მათში ნავთობპროდუქტების ორთქლისა და აირების კონცენტრაციის გაზომვ