1. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიურ მილსადენებს მიეკუთვნება შიგასასაწყობო ნავთობპროდუქტსადენები, მილსადენების მაერთებელი დეტალები, ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი არმატურა, აღრიცხვისა და კონტროლის კვანძები, ფილტრები და სხვა მოწყობილობა.
2. მილსადენები შეიძლება გაყვანილ იქნეს როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზევით. მიწის ზევით გაყვანილი ბლანტი ნავთობპროდუქტების მილსადენებს უნდა ჰქონდეს იზოლაცია.
3. საქვეითო და საავტომობილო გზის, რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ დაუშვებელია მილსადენის მონაკვეთებზე არმატურის, მილტუჩა და კუთხვილიანი შეერთებების, სადრენაჟო მოწყობილობის განთავსება.
4. საავტომობილო გზის, რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთის ადგილებში მიწისქვეშა მილსადენები გაყვანილი უნდა იქნეს დამცავ ბუდეში.
5. მიწისქვეშა მილსადენები ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს შედუღებით, გარდა მილტუჩა არმატურის ან ქურო არმატურის და მილტუჩა სახშობის შეერთებისა. მიწისქვეშა მილსადენებზე არმატურა და მილტუჩა სახშობები უნდა დაყენდეს სპეციალურ მიწისქვეშა კამერებში ან ჭებში. კამერების და ჭების გარეთ დასაშვებია მხოლოდ მიდუღებული სახშობების დაყენება.
6. საკვალთები, ონკანები, ვენტილები და სხვა ჩამკეტი მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს პროდუქტის საჭირო მიმართულებით საიმედო და სწრაფ გადაადგილებას. ჩამკეტი მოწყობილობის ნებისმიერი გაუმართაობა სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.
7. ექსპლუატაციის პერიოდში ყველა ტექნოლოგიური მილსადენის საიმედო და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მათი დათვალიერება. დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს შენადუღი ნაკერების მდგომარეობა, ყველა შეერთების ჰერმეტულობა, საყრდენი კონსტრუქციების, არმატურის, ჩამამიწებელი მოწყობილობის მდგომარეობა, კოროზიის, ბზარების არარსებობა, მილსადენის კედლების და დეტალების სისქე
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 12. ტექნოლოგიური მილსადენები
თავი IV — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ნავთობის ბაზის ტერიტორია
- მუხლი 7. შენობები და ნაგებობები
- მუხლი 8. წყალმომარაგება, კანალიზაცია
- მუხლი 9. ვენტილაცია
- მუხლი 10. დანადგარები
- მუხლი 11. რეზერვუარები
- მუხლი 13. სატუმბი სადგური
- მუხლი 14. რკინიგზის ესტაკადა
- მუხლი 15. ავტოცისტერნის ესტაკადა
- მუხლი 16. მისადგომი ნაგებობები
- მუხლი 17. ლაბორატორია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 12, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-12/