1. ნავთობის ბაზის სატუმბი სადგური განკუთვნილია რკინიგზის ცისტერნებიდან და ნავთობჩასასხმელი გემებიდან ნავთობპროდუქტების დატვირთვა-განტვირთვისათვის, ავტოცისტერნებში ჩასასხმელად, აგრეთვე, ბაზის ტერიტორიაზე გადატუმბვისათვის.
2. სატუმბი სადგურის შენობის გარეთ შემწოვ და საჭირხნ მილსადენებზე გათვალისწინებული უნდა იქნეს ავარიული საკვალთები (სატუმბიდან 10-15 მ-ის მანძილზე); იმავე მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი მოწყობილობის ან ტექნოლოგიური მილსადენების საკვალთები, თუ ისინი განთავსებულია სატუმბიდან არა უმეტეს 50 მ-ის მანძილზე. საჭირხნ მილსადენზე საკვალთთან ერთად დაყენებული უნდა იქნეს უკუსარქველი.
3. დაუშვებელია ბრტყელღვედური გადაცემის გამოყენება შენობებში, სადაც დაყენებულია ადვილაალებადი სითხეების გადასატუმბი ტუმბოები.
4. წვადი სითხეების გადასატუმბი ტუმბოს ელექტროძრავა უნდა იყოს აფეთქებადაცული შესრულების. დასაშვებია ნორმალური შესრულების ძრავის გამოყენება ცალკე შენობაში მისი დაყენების შემთხვევაში.
5. სატუმბი აგრეგატების მონტაჟი, გამართვა, გამოცდა და ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციის და „წესების“ მკაცრი დაცვით.
6. ელექტროენერგიის მიწოდების მყისიერი შეწყვეტისას აუცილებელია მკვებავი ხაზიდან ტუმბოს ძრავას დაუყოვნებლივ გამორთვა და ტუმბოს შემწოვ და საჭირხნ მილსადენებზე საკვალთების ჩაკეტვა
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 13. სატუმბი სადგური
თავი IV — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. შენობები და ნაგებობები
- მუხლი 8. წყალმომარაგება, კანალიზაცია
- მუხლი 9. ვენტილაცია
- მუხლი 10. დანადგარები
- მუხლი 11. რეზერვუარები
- მუხლი 12. ტექნოლოგიური მილსადენები
- მუხლი 14. რკინიგზის ესტაკადა
- მუხლი 15. ავტოცისტერნის ესტაკადა
- მუხლი 16. მისადგომი ნაგებობები
- მუხლი 17. ლაბორატორია
- მუხლი 18. საქვაბე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 13, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-13/