1. ნავთობის ბაზაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საწარმოო, სამეურნეო-სასმელი და ხანძარსაწინაღო წყალმომარაგების სისტემები.
2. ხანძარსაწინაღო წყალმომარაგება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანების „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნებს.
3. რეზერვუარის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება საწარმოო-სანიაღვრე კანალიზაციაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საწარმოო-სანიაღვრე კანალიზაციის ქსელში ნავთობპროდუქტების მოხვედრა ავარიული სიტუაციის დროსაც კი დაუშვებელია.
4. ნავთობის ბაზის საწარმოო კანალიზაციის ქსელი აღჭურვილი უნდა იქნეს ჰიდრავლიკური საკეტებით. მათი დაყენება უნდა მოხდეს სატუმბი სადგურიდან, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი ესტაკადიდან, რეზერვუარებიდან, საქვაბიდან ყველა გამომშვებზე, აგრეთვე, ძირითად მაგისტრალთან კანალიზაციის ცალკეული შტოს მიერთების ადგილებში.
5. მომსახურე პერსონალი ვალდებულია რეგულარულად ადევნოს თვალყური გამწმენდი ნაგებობების და კვანძების მუშაობას და მათ გამართულობას, აგრეთვე, უზრუნველყოს ცალკეული ნაგებობებიდან ჩამდინარე წყლების ხარისხზე ზედამხედველობა. შედეგები უნდა დაფიქსირდეს გამწმენდი ნაგებობების სპეციალურ ჟურნალში
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 8. წყალმომარაგება, კანალიზაცია
თავი III — ნავთობის ბაზის მეურნეობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8. წყალმომარაგება, კანალიზაცია
- მუხლი 9. წყალმომარაგება, კანალიზაცია
- მუხლი 4. 1. საწარმო, რომელიც განთავსებულია სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მქონე დასახლებულ პუნქტში, უნდა შეუერთდეს ამ სისტემას. თუ საერთო წყალსადენი არ არსებობს, მაშინ საწარმოს უნდა ჰქონდ
- მუხლი 7. წყალმომარაგება, კანალიზაცია
- მუხლი 513. წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მეურნეობა
- მუხლი 25. კანალიზაცია, წყალამოღვრა, წყალმომარაგება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 5. მშენებლობა, ექსპლუატაცია
- მუხლი 6. ნავთობის ბაზის ტერიტორია
- მუხლი 7. შენობები და ნაგებობები
- მუხლი 9. ვენტილაცია
- მუხლი 10. დანადგარები
- მუხლი 11. რეზერვუარები
- მუხლი 12. ტექნოლოგიური მილსადენები
- მუხლი 13. სატუმბი სადგური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 8, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-8/