1. ნავთობის ბაზის მშენებლობის და რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოები წარიმართება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
2. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა უნდა ხდებოდეს მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის, „წესების“ და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
3. დასაშვებია ნავთობის ბაზის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული იმ საწარმოო-ტექნიკური ინსტრუქციებისა და მეთოდიკების შემუშავება და გამოყენება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება „წესების“ და ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
4. ნავთობის ბაზის ექსპლუატაცია დაუშვებელია ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესის დროს ნორმატიული ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისას
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 5. მშენებლობა, ექსპლუატაცია
თავი III — ნავთობის ბაზის მეურნეობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 6. ნავთობის ბაზის ტერიტორია
- მუხლი 7. შენობები და ნაგებობები
- მუხლი 8. წყალმომარაგება, კანალიზაცია
- მუხლი 9. ვენტილაცია
- მუხლი 10. დანადგარები
- მუხლი 11. რეზერვუარები
- მუხლი 12. ტექნოლოგიური მილსადენები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 5, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-5/