1. ნავთობის ბაზა (ნავთობის ტერმინალი) – ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე ნავთობპროდუქტების გადასატვირთად, სხავადასხვა სახის ტრანსპორტით ნავთობპროდუქტების მისაღებად და მომხმარებლებზე გასაცემად, აგრეთვე შესანახად.
2. რეზერვუარი – ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტის შესანახად განკუთვნილი სტაციონარული ჭურჭელი.
3. მიწისქვეშა რეზერვუარი – რეზერვუარი, რომელშიც სითხის მაქსიმალური შევსების დონე, სულ მცირე, 0,2 მ-ით დაბლაა მიმდებარე მოედნის (რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 3 მ-ის ფარგლებში) უდაბლეს დაგეგმარებით ნიშნულზე.
4. მიწისზედა რეზერვუარი – რეზერვუარი, რომლის განთავსების პირობა არ აკმაყოფილებს მიწისქვეშა რეზერვუარისთვის მოთხოვნილ პირობებს.
5. რეზერვუარების ჯგუფი – ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე დამცავი კედლით ან მიწაყრილით შემოზვინული რეზერვუარების ჯგუფი.
6. ტექნოლოგიური სისტემა – მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის ბაზაში ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვას და გაცემას.
7. სატუმბი სადგური – ტექნოლოგიური სისტემის შემადგენლობაში შემავალი და რკინიგზის ცისტერნებსა და ნავთობჩასასხმელ გემებში ნავთობ-როდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმის, აგრეთვე, მათი ავტოცისტერნებში ჩასასხმელი და ბაზის ტერიტორიაზე გადასატუმბი დანადგარი, რომელიც განკუთვნილია მილსადენის ხაზოვანი ნაწილის სხვა-დასხვა დიამეტრის მილებში წნევის სხვაობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.
8. მილსადენის ხაზოვანი ნაწილი – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სატუმბ სადგურსა და/ან ცისტერნებს, გემებს, სარეზერვუარო პარკს (რეზერვუარებს) შორის ნავთობპროდუქტების გადასაადგილებლად.
9. აირმათანაბრებელი სისტემა – მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დეაერაციის საერთო სისტემით გაერთიანებულ რეზერვუარში (რეზერვუარების ჯგუფში) საწვავის ორთქლიანი ფაზის წნევის გათანაბრებას.
10. დეაერაციის სისტემა – მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარის თავისუფალი სივრცის კავშირს ატმოსფეროსთან.
11. რკინიგზის ცისტერნა – ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ვაგონ-ცისტერნა.
12. ავტოცისტერნა – ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილი.
13. რკინიგზის /ავტოცისტერნის ესტაკადა – ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც განკუთვნილია ნავთობის ბაზაში ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების დროს რკინიგზის შემადგენლობის/ავტოცისტერნის მისაღებად და დასაყენებლად.
14. საქვაბე – ტექნოლოგიური ოპერაციების დროს ნავთობპროდუქტების შეთბობის მიზნით ორთქლის მისაღებად განკუთვნილი ტექნოლოგიური დანადგარი.
15. ჩამკეტი არმატურა – მოწყობილობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.
16. მილტუჩა შეერთება – რეზერვუარის ნაწილების უძრავი დასაშლელი შეერთება, რომლის ჰერმეტულობა უზრუნველყოფილია სამაგრი დეტალებით სამჭიდროებელი ზედაპირების უშუალოდ ერთმანეთთან ან მათ შორის მოთავსებული ბენზინზეთმედეგი შუასადებების შემჭიდროებით.
17. აფეთქების ტემპერატურა – მინიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც ხდება ნავთობპროდუქტის ორთქლის აალება.
18. აირგამომყოფი – რეზერვუარში საწვავის ჩასხმისას საწვავიდან ჰაერის გამომყოფი კონსტრუქცია.
19. აფეთქებასაფრთხიანი ზონა – სივრცე, რომელშიც არსებობს ან შეიძლება წარმოიქმნას აფეთქებასაფრთხიანი ნარევები და რომელთა ფარგლებში დაწესებულია შეზღუდვები აფეთქების წარმოქმნის ალბათობის შემცირების მიზნით.
20. ინსტრუქტაჟი – მითითება სამუშაოს ჩატარების, ტექნოლოგიური მოწყობილობის, ხელსაწყოს სარგებლობის წესისა და უსაფრთხო მეთოდების შესახებ.
21. საწარმოო ინსტრუქციები – საწარმოში დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობის, თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების მეთოდური მითითებები.
22. სამუშაოები აირსაფრთხიან ადგილებში – ტექნოლოგიური მოწყობილობის, კომუნიკაციების, მათ შორის, მოცულობების შიგნით დათვალიერების, გაწმენდის, რემონტის სამუშაოები, რომელთა ჩატარებისას შესაძლებელია სამუშაო ზონაში ხანძარ- და აფეთქებასაფრთხიანი აირებისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფა, აგრეთვე, სამუშაოები ჟანგბადის არასაკმარისი შემცველობის დროს (მოცულობის მიხედვით არანაკლებ 20 %-ისა).

თავი II. პერსონალ