1. ნავთობის ბაზის თანამშრომლები უნდა იცავდნენ „წესების“ და საწარმოო ინსტრუქციების მოთხოვნებს კომპეტენციების შესაბამისად.
2. ნავთობის ბაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „წესების“ და სამრეწველო უსაფრთხოების სფეროში სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას (შემდგომ – ტექზედამხედველობა) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფს ნავთობის ბაზაში მომხდარი ავარიის და უბედური შემთხვევის შესახებ