1. რეზერვუარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მათი ექსპლუატაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან, რემონტის წესებთან და ნავთობის ბაზის ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
2. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე რეზერვუარების განთავსება გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯგუფების მიხედვით. ერთი ჯგუფის საერთო ტევადობა (მ3
) არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 200000-ს – 50000 მ3
და მეტი ტევადობის მცურავსახურავიანი (პონტონიანი) რეზერვუარების გამოყენებისას;
ბ) 120000-ს – სულ მცირე, 50000 მ3
ტევადობის მცურავსახურავიანი რეზერვუარების გამოყენებისას;
გ) 120000-ს – სტაციონარულსახურავიან რეზერვუარებში 450
C-ზე მეტი აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტების შენახვისას;
დ) 80000-ს – სტაციონარულსახურავიან რეზერვუარებში 450
C და ნაკლები აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტების შენახვისას.
3. მცურავსახურავიანი რეზერვუარის ტევადობა არ უნდა იყოს 120000 მ3
-ზე მეტი, ხოლო პონტონიანი ან სტაციონარულსახურავიანი რეზერვუარისა – 50000 მ3
-ზე მეტი.
4. 10000 მ3
და მეტი ტევადობის რეზერვუარები განლაგებული უნდა იქნეს ჯგუფში ერთ ან ორ რიგად.
5. 400 მ3
-მდე (ჩათვლით) ტევადობის რეზერვუარების განთავსება დასაშვებია ერთ მოედანზე 4000 მ3
-მდე საერთო ტევადობის ჯგუფში. ამასთან, მანძილი რეზერვუარების კედლებს შორის არ ნორმირდება, ხოლო მანძილი 4000 მ3
-მდე ტევადობის მეზობელი ჯგუფის უახლოეს რეზერვუარებამდე მიღებული უნდა იქნეს 15 მ.
6. ერთ ჯგუფში გაერთიანებულ მიწისზედა რეზერვუარებს შორის მანძილები უნდა იყოს:
ა) დიამეტრის ნახევარი (0,5), მაგრამ არაუმეტეს 20 მ მცურავსახურავიანი რეზერვუარებისთვის;
ბ) დიამეტრის 0,65 პონტონიანი რეზერვუარებისთვის;
გ) დიამეტრის 0,75, მაგრამ არა უმეტეს 30 მ სტაციონარულსახურავიანი 450
C და ნაკლები აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარებისთვის და დიამეტრის ნახევარი, მაგრამ არა უმეტეს 20 მ 450
C -ზე მეტი აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარებისთვის.
7. მეზობელ ჯგუფებში განთავსებულ უახლოესი რეზერვუარების კედლებს შორის მანძილი უნდა იყოს: 40 მ – მიწისზედა რეზერვუარებისთვის; 15 მ – მიწისქვეშა რეზერვუარებისთვის. მიწისზედა რეზერვუარების თითოეული ჯგუფის ცალკეულ ქვაბულში განთავსებისას, მანძილი მეზობელი ქვაბულების კიდეებს შორის უნდა იყოს 15 მ.
8. რეზერვუარის ფუძე დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული წყლებით გამორეცხვისაგან და უზრუნველყოფილ იქნეს ამ უკანასკნელის შეუფერხებელი არინება სარეზერვუარო პარკის ან ცალკე მდგომი რეზერვუარის მოედნიდან საკანალიზაციო მოწყობილობაში. დაუშვებელია რეზერვუარის ქვედა ნაწილის გრუნტში ჩაძირვა და წვიმის წყლის თავმოყრა რეზერვუარის კონტურის გარშემო.
9. მიწისზედა რეზერვუარების ყველა ჯგუფი შემოღობილი უნდა იქნეს მიწის ზვინულით (რომლის ზედა ნაწილის სიგანე უნდა იყოს, სულ მცირე, 0,5 მ) ან დაღვრილი სითხის ჰიდროსტატიკურ წნევაზე გაანგარიშებული კედლით. შემოზვინვაზე ან გადამღობ კედელზე გადასასვლელად გათვალისწინებული უნდა იქნეს კიბე-გადასასვლელები.
10. რეზერვუარების ჯგუფის გარე შემოღობვის სიმაღლე დაღვრილი სითხის საანგარიშო მოცულობის დონეზე მაღლა უნდა იყოს 0,2 მ-ით მაინც, მაგრამ სულ მცირე 1 მ-ით მაღლა – 10000 მ3
-მდე ტევადობის რეზერვუარებისთვის და 1,5 მ-ით – 10000 მ3
და მეტი ტევადობის რეზერვუარებისთვის.
11. სარეზერვუარო პარკის შემოზვინვის შიგნით საკვალთების განთავსება დაუშვებელია, გარდა უშუალოდ რეზერვუართან დაყენებული ჩამკეტისა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მოცემული რეზერვუარის მომსახურებისათვის. დამცავკედლიანი რეზერვუარის გამოყენებისას შემოზვინვა საჭირო არაა.
12. ექსპლუატაციაში მიღებამდე რეზერვუარები უნდა გამოიცადოს. გამოცდის წინ აუცილებელია შემოწმდეს საპროექტო სიდიდეებიდან ფუძის და საძირკვლის ფაქტობრივი ზომების, ფოლადის კონსტრუქციის (ძირის, კედლების, სახურავის, პონტონის ან მცურავი სახურავის და სხვ.) გეომეტრიული ზომების და ფორმების გადახრები.
13. რეზერვუარი ექსპლუატაციაში მიიღება ჰერმეტულობასა და სიმტკიცეზე გამოცდის შემდეგ სრულად დამონტაჟებულ მოწყობილობასთან ერთად.
14. რეზერვუარის სახურავზე დაყენებული სასუნთქი არმატურა უნდა დარეგულირდეს საპროექტო წნევაზე, ხოლო მისი მუშაობის სისწორე შემოწმდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
15. რეზერვუარის შევსების (დაცლის) მწარმოებლურობა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს დაყენებული სასუნთქი და მცველი სარქვლების ან სავენტილაციო მილყელების გამტარუნარიანობას.
16. აირმათანაბრებელი სისტემის ექსპლუატაციის დროს რეზერვუარების ჯგუფში გაერთიანებული უნდა იქნეს მსგავსი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ნავთობ-პროდუქტებიანი რეზერვუარები.
17. აირმათანაბრებელი სისტემის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია:
ა) რეზერვუარების შევსებისა და დაცლის პროცესის სინქრონულობის უზრუნველყოფა დროისა და მწარმოებლურობის მიხედვით;
ბ) სისტემის სრული ჰერმეტულობის შენარჩუნება;
გ) რეზერვუარის მილტუჩა შეერთებების რეგულარული დათვალიერება და მოჭიმვა, სასუნთქი არმატურის მუშაობის გამართულობის შემოწმება.
18. დაუშვებელია რეზერვუარის არმატურის ცეცხლით შეთბობა. ამ მიზნისათვის შეიძლება წყლის ორთქლის ან ცხელი წყლის გამოყენება
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 11. რეზერვუარები
თავი IV — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. მშენებლობა, ექსპლუატაცია
- მუხლი 6. ნავთობის ბაზის ტერიტორია
- მუხლი 7. შენობები და ნაგებობები
- მუხლი 8. წყალმომარაგება, კანალიზაცია
- მუხლი 9. ვენტილაცია
- მუხლი 10. დანადგარები
- მუხლი 12. ტექნოლოგიური მილსადენები
- მუხლი 13. სატუმბი სადგური
- მუხლი 14. რკინიგზის ესტაკადა
- მუხლი 15. ავტოცისტერნის ესტაკადა
- მუხლი 16. მისადგომი ნაგებობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 11, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-11/