1. დანადგარების ექსპლუატაცია გაუმართავ მდგომარეობაში, აგრეთვე, საპასპორტო მონაცემებზე მეტი დატვირთვებისა და წნევების დროს, დაუშვებელია.
2. გარემონტებული დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს მის საპასპორტო ან საპროექტო მონაცემებთან, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.
3. ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნებთან დანადგარების შეუსაბამობის აღმოჩენისას მათი შემდგომი ექსპლუატაცია უნდა იქნეს შეჩერებული.
4. ტექნოლოგიური სისტემები აღჭურვილი უნდა იქნეს მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი კონტროლის, დაცვის და ბლოკირების აუცილებელი საშუალებებით.
5. ელექტროსისტემებით ნავთობის ბაზის აღჭურვისას დაუშვებელია დაუკალიბრებელი მცველების დაყენება. საწარმოო შენობებში ელექტროქსელის და აირის გაყვანილობის გადაკეთება და/ან მათი დროებითი გაყვანილობის მოწყობა უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით.
თავი IV. უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმარ