1. დანადგარების ექსპლუატაცია გაუმართავ მდგომარეობაში, აგრეთვე, საპასპორტო მონაცემებზე მეტი დატვირთვებისა და წნევების დროს, დაუშვებელია.

2. გარემონტებული დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს მის საპასპორტო ან საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.

3. ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნებთან დანადგარების შეუსაბამობის აღმოჩენისას მათი შემდგომი ექსპლუატაცია უნდა იქნეს შეჩერებული.

4.  ტექნოლოგიური სისტემები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი კონტროლის, დაცვის და ბლოკირების აუცილებელი საშუალებებით.

5. ელექტროსისტემებით ნავთობის ბაზის აღჭურვისას დაუშვებელია დაუკალიბრებელი მცველების დაყენება. საწარმოო შენობებში ელექტროქსელის და აირის გაყვანილობის გადაკეთება და/ან მათი დროებითი გაყვანილობის მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

თავი IV. უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმა