1. ნავთობის ბაზის ტერიტორიის ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად მუდმივად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს ზედაპირული და გრუნტის წყლების არინების სისტემები; სახანძრო ჰიდრანტებთან და წყალსატევებთან მისასვლელები ასეთის არსებობის შემთხვევაში; წყალმომარაგების, ხანძარქრობის, სამრეწველო და სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის, დრენაჟის და თბომომარაგების სისტემები; სარეზერვუარო პარკის შემოზვინვა, გამწმენდი ნაგებობები; ტერიტორიის შემოღობვა.
2. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ღია ცეცხლის გამოყენება დაუშვებელია. საშემდუღებლო სამუშაოებისთვის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით მოწყობილი მოედანი.
3. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დაყენებული უნდა იქნეს ამკრძალავი, მაფრთხილებელი და მაჩვენებელი ნიშნები.
4. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე დაყენებული უნდა იქნეს საწარმოო შენობებისა და ნაგებობების (რეზერვუარების, ტუმბოების, ესტაკადის და სხვ.), საძირკვლების დაჯდომის განმსაზღვრელი სიღრმული რეპერები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
5. მიწისქვეშა ტექნოლოგიურ მილსადენებს, წყალსადენის, კანალიზაციის და თბომომარაგების ქსელებს, კაბელებსა და სხვა კომუნიკაციებს მიწის ზედაპირზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა ჰქონდეს მაჩვენებლები გადაკვეთებთან მიერთების ადგილებში.
6. ესტაკადაზე ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების ჩატარებისას, აგრეთვე, დათვალიერებისა და რემონტის დროს ადგილობრივი განათებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების აკუმულატორული სანათებ