1. ნავთობის ბაზის თანამშრომლები უნდა იცავდნენ რეგლამენტის და საწარმოო ინსტრუქციების მოთხოვნებს კომპეტენციების შესაბამისად.
2. ნავთობის ბაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს რეგლამენტის და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფს ნავთობის ბაზაში მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახე