1. მინიმალური მანძილები ნავთობის ბაზის სარეზერვუარო პარკებიდან და ჩამოსასხამ-ჩასასხმელი მოწყობილობიდან მეზობელი საწარმოს შენობა-ნაგებობამდე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებამდე და სხვა ობიექტებამდე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

2. შენობები, სადაც შესაძლებელია აალებადი და მავნე აირების გამოყოფა ან დაგროვება, აღჭურვილი უნდა იყოს აირანალიზატორებით. ასეთ შენობაში გამოკრული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მაფრთხილებელი წარწერები.

3. დაუშვებელია ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ქვეშ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მილსადენების გაყვანა, იატაკქვეშა სივრცის მოწყობა.

4. ყველა საწარმოო და დამხმარე შენობა, აგრეთვე სხვა ნაგებობა, აღჭურვილი უნდა იქნეს ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისა