1. ადვილაალებადი და წვადი ნავთობპროდუქტების გასაცემად განკუთვნილი ავტოცისტერნის ესტაკადა  მოწყობილი უნდა იქნეს სხვადასხვა მოედნებზე. დასაშვებია ასეთი ესტაკადა განთავსებული იქნეს ერთ მოედანზე, თუ მასზე მოწყობილი იქნება ცეცხლმედეგი მასალისგან დამზადებული კედელი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. რეზერვუარებიდან ესტაკადის ჩამოსასხმელ მოწყობილობამდე შემაერთებელი მილსადენები ყველა სახის ნავთობპროდუქტისათვის უნდა იყოს განცალკევებული შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3. ავტოცისტერნის ესტაკადა აღჭურვილი უნდა იქნეს არანაპერწკალწარმომქმნელი ბუნიკებიანი სახელოებით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რომელთა სიგრძე უნდა იძლეოდეს ავტოცისტერნის ფსკერამდე მათი ჩაშვების შესაძლებლობას.

4. ესტაკადასთან მისასვლელები უნდა იყოს უსაფრთხო და აღჭურვილი ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ამკრძალავი, მაფრთხილებელი და მაჩვენებელი ნიშნებით. მის ტერიტორიაზე ავტომანქანების შემხვედრი და გადამკვეთი ნაკადები დაუშვებელი