1. ნავთობის ბაზაში შედგენილი უნდა იქნეს სარეზერვუარო პარკის, რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი და სარიგებელი მოწყობილობის, ტექნოლოგიური მილსადენების, ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, საკვალთების განლაგების ტექნოლოგიური სქემა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
2. ტექნოლოგიურ სქემას თან უნდა ახლდეს ნავთობპროდუქტების გადატუმბვის ოპერაციების დროს საკვალთების მართვის სქემა.
3. სარეზერვუარო პარკში, სატუმბ დანადგარებსა და სამილსადენო კომუნიკაციებში, არმატურის განლაგებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება უნდა აისახოს ტექნოლოგიურ სქემაში და გაეცნოს მომსახურე პერსონალს.
4. საშიშროების კლასს მავნე ნივთიერებებს მიკუთვნებული ადვილაალებადი და წვადი ნავთობპროდუქტების მიღება, გაცემა და შენახვა უნდა იყოს ჰერმეტული.
5. ნავთობპროდუქტის ჩასხმის-ჩამოსხმის მაქსიმალური უსაფრთხო სიჩქარე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დამოკიდებულია ნავთობპროდუქტის თვისებებზე, მილსადენის დიამეტრზე და მისი კედლის მასალის თვისებებზე და ის უნდა იყოს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ რეზერვუარებში ჩასხმის დროს ნავთობპროდუქტის საშიში ელექტრიზაციის თავიდან ასაცილებელი რეკომენდაციების შესაბამისად.
6. დაუშვებელია ესტაკადებზე რკინიგზის ვაგონ-ცისტერნების და ავტოცისტერნების, მისადგომებზე გემების ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების წარმოება ჭექა-ქუხილის დროს. ამასთან, ცისტერნის ლიუკები და გემის საცავები უნდა იყოს დახურული.
7. რეზერვუარს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, შედგენილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვი