1. ნავთობის ბაზის მიერ გემში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციები ხორციელდება სტაციონარული ან მცურავი მისადგომი ნაგებობებით, ხოლო რეიდზე მყოფ გემში აღნიშნული ოპერაციები შეიძლება შესრულდეს მისადგომი ნაგებობების გარეშე წყალქვეშა მილსადენის მეშვეობით.
2. მისადგომის კონსტრუქციაზე, გემის გაბარიტებზე, წყლის დინების სიჩქარეზე დამოკიდებულებით მისადგომს უნდა ჰქონდეს გვერდითი ღობურები და წყლის ზედაპირიდან ნავთობპროდუქტების შესაგროვებელი მოწყობილობა.
3. მისადგომი ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს გემის ჩასასხმელ-ჩამოსასხმელ მოწყობილობასთან მისადგომის ტექნოლოგიური მილსადენის მისაერთებელი შლანგიანი მოწყობილობით, სტაციონარული, მოძრავი ან მცურავი სატუმბი დანადგარებით, გემის ჩამამიწებელი მოწყობილობით.
4. ნაპირიდან მიწოდებული შლანგიანი მოწყობილობის მიერთება უნდა ხდებოდეს გემის ეკიპაჟის, ხოლო გემიდან მიწოდებული მოწყობილობის – მისადგომის პერსონალის მიერ. ეს პირობა უნდა სრულდებოდეს გემის ჩასასხმელი (ჩამოსასხმელი) ან მცურავი მისადგომი ნაგებობის მილსადენის შლანგიან მოწყობილობასთან მიერთების აუცილებლობის დროს.
5. 280
C და ნაკლები აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემის მიბმა მისადგომთან უნდა ხდებოდეს მხოლოდ არალითონიანი ბაგირებით. დასაშვებია ლითონის ბაგირების გამოყენება, თუ მისადგომის სამუშაო ადგილები და მისაბმელი ბოჯგები დაფარულია არანაპერწკალწარმომქმნელი ფენილით ან იზოლირებული მასალით.
თავი V. უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის დამხმარე მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმარ