1. ნავთობის ბაზაში შედგენილი უნდა იქნეს სარეზერვუარო პარკის, რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი და სარიგებელი მოწყობილობის, ტექნოლოგიური მილსადენების, ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, საკვალთების განლაგების ტექნოლოგიური სქემა.
2. ტექნოლოგიურ სქემას თან უნდა ახლდეს ნავთობპროდუქტების გადატუმბვის ოპერაციების დროს საკვალთების მართვის სქემა.
3. სარეზერვუარო პარკში, სატუმბ დანადგარებსა და სამილსადენო კომუნიკაციებში, არმატურის განლაგებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა აისახოს ტექნოლოგიურ სქემაში და გაეცნოს მომსახურე პერსონალს.
4. საშიშროების პირველი და მე-2 კლასის მავნე ნივთიერებებს მიკუთვნებული ადვილაალებადი და წვადი ნავთობპროდუქტების მიღება, გაცემა და შენახვა უნდა იყოს ჰერმეტული.
5. ნავთობპროდუქტის ჩასხმის-ჩამოსხმის მაქსიმალური უსაფრთხო სიჩქარე დამოკიდებულია ნავთობპროდუქტის თვისებებზე, მილსადენის დიამეტრზე და მისი კედლის მასალის თვისებებზე და ის უნდა იყოს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ რეზერვუარებში ჩასხმის დროს ნავთობპროდუქტის საშიში ელექტრიზაციის თავიდან ასაცილებელი რეკომენდაციების შესაბამისად.
6. დაუშვებელია ესტაკადებზე რკინიგზის ვაგონცისტერნების და ავტოცისტერნების, მისადგომებზე გემების ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების წარმოება ჭექა-ქუხილის დროს. ამასთან, ცისტერნის ლიუკები და გემის საცავები უნდა იყოს დახურული.
7. რეზერვუარს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი (მე-2 დანართი)
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 19. საერთო მოთხოვნები
თავი VI — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობპროდუქტების მიღების, გაცემისა და შენახვისას
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. სატუმბი სადგური
- მუხლი 14. რკინიგზის ესტაკადა
- მუხლი 15. ავტოცისტერნის ესტაკადა
- მუხლი 16. მისადგომი ნაგებობები
- მუხლი 17. ლაბორატორია
- მუხლი 18. საქვაბე
- მუხლი 20. რკინიგზის ცისტერნებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმა
- მუხლი 21. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა
- მუხლი 22. გემების დატვირთვა-განტვირთვა
- მუხლი 23. ნავთობპროდუქტების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით
- მუხლი 24. ნავთობპროდუქტების შენახვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 19, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-19/