1. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიური მილსადენების სქემა უნდა ითვალისწინებდეს ნავთობპროდუქტების გადატვირთვისათვის ყველა ძირითადი და დამხმარე ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას, აგრეთვე, ერთი რეზერვუარიდან მეორეში ნავთობპროდუქტის გადატუმბვის შესაძლებლობას აუცილებლობის ან ავარიის შემთხვევაში.
2. საავიაციო ტექნიკაში გამოყენებული ნავთობპროდუქტების, აგრეთვე, პირდაპირგამოხდილი ბენზინის და სხვა არაეთილირებული ბენზინების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთი ჯგუფის ნავთობპროდუქტებისთვის განკუთვნილი მილსადენებით.
3. ყოველი გადატუმბვის წინ საჭიროა მილსადენების დათვალიერება და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა. დათვალიერების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საყრდენის მდგომარეობას, მის გამართულობას და მილების სწორ მდებარეობას. კომპენსატორებს, სახსრულ შეერთებებს უნდა ჰქონდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა და უზრუნველყოფდნენ ჰერმეტულობას.
4. ნავთობპროდუქტების გადატუმბვის დროს დაუშვებელია მოცემული მილსადენისთვის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წნევის გადამეტება.
5. მილსადენების ჰიდრავლიკური დარტყმისა და ავარიის თავიდან ასაცილებლად საკვალთების, ონკანების, ვენტილების გაღება და დახურვა უნდა ხდებოდეს ნაპერწკლის წარმოქმნის გარეშე
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 23. ნავთობპროდუქტების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით
თავი VI — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობპროდუქტების მიღების, გაცემისა და შენახვისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ლაბორატორია
- მუხლი 18. საქვაბე
- მუხლი 19. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 20. რკინიგზის ცისტერნებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმა
- მუხლი 21. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა
- მუხლი 22. გემების დატვირთვა-განტვირთვა
- მუხლი 24. ნავთობპროდუქტების შენახვა
- მუხლი 25. ელექტრომომარაგება, ელექტროდანადგარები
- მუხლი 26. მეხდაცვა
- მუხლი 27. სტატიკური ელექტრობისაგან დაცვა
- მუხლი 28. სამუშაოები აირსაფრთხიან ადგილებში, საშემდუღებლო სამუშაოები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 23, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-23/