1. აირსაფრთხიანი სამუშაოები უნდა შესრულდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, არანაპერწკალწარმომქმნელი ხელსაწყოებით, სამარჯვებითა და ფეხსაცმლით აღჭურვილი პერსონალის მიერ.
2. აირსაფრთხიან ადგილზე სამუშაოს დაწყებამდე მის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა შეამოწმოს შლანგიანი აირწინაღის გამართულობა (მფილტრავი და ჟანგბადიანი აირწინაღების გამოყენება დაუშვებელია), აგრეთვე, მაშველი სარტყლის და თოკის სიმტკიცე. აღნიშნულ ადგილებში დასაშვებია მხოლოდ აფეთქებადაცული სანათების გამოყენება, რომელთა ჩართვა და გამორთვა ხორციელდება საშიში ზონის გარეთ.
3. სარემონტო სამუშაოების ჩატარების ადგილებში აუცილებელია ჰაერის საკონტროლო ანალიზების ჩატარება.
4. ცეცხლით სამუშაოებს მიეკუთვნება მასალებისა და კონსტრუქციის აალების გამომწვევ ტემპერატურამდე ღია ცეცხლის გამოყენებასთან, ნაპერწკალწარმოქმნასა და გახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
5. სამუშაო ადგილზე ცეცხლით სამუშაოების ჩატარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხანძარქრობის აუცილებელი პირველადი საშუალებები.
6. რეზერვუარებზე, ტექნოლოგიურ მილსადენებზე ცეცხლით სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ პროდუქტისაგან მათი გათავისუფლების, სახშობების დაყენების, ორთქლით ან ინერტული აირით გაქრევისა და ჰაერის კონტროლის შემდეგ.
7. მოცულობებში ცეცხლით სამუშაოების თანხვედრა სხვა სარემონტო სამუშაოებთან დაუშვებელია
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 28. სამუშაოები აირსაფრთხიან ადგილებში, საშემდუღებლო სამუშაოები
თავი VIII — უსაფრთხოების მოთხოვნები სარემონტო სამუშაოების დროს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. გემების დატვირთვა-განტვირთვა
- მუხლი 23. ნავთობპროდუქტების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით
- მუხლი 24. ნავთობპროდუქტების შენახვა
- მუხლი 25. ელექტრომომარაგება, ელექტროდანადგარები
- მუხლი 26. მეხდაცვა
- მუხლი 27. სტატიკური ელექტრობისაგან დაცვა
- მუხლი 29. რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების და მილსადენების რემონტი და გაწმენდა
- მუხლი 30. ხანძარსაწინაღო ღონისძიებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 28, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-28/