1. ნავთობის ბაზის შენობები და ნაგებობები დაცული უნდა იქნეს მეხის პირდაპირი დარტყმისაგან, ელექტროსტატიკური და ელექტრომაგნიტური ინდუქციისაგან და მიწისზედა და მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციების მეშვეობით მაღალი პოტენციალების შემოტანისაგან.
2. შენობები და ნაგებობები მეხის პირდაპირი დარტყმისაგან დაცული უნდა იქნეს ცალკე მდგომი ან დასაცავ ნაგებობაზე დაყენებული მეხსარიდებით.
3. მეხის პირდაპირი დარტყმისაგან რეზერვუარების დაცვა უნდა ხდებოდეს ცალკე მდგომი ან თვით რეზერვუარზე დაყენებული მეხსარიდებით (4 მმ-ზე ნაკლები სისქის სახურავიანი რეზერვუარის შემთხვევაში) და ჩამამიწებლებთან მიერთებით (4 მმ და მეტი სისქის სახურავიანი რეზერვუარის, აგრეთვე, 200 მ3
-ზე ნაკლები მოცულობის ცალკეული რეზერვუარის შემთხვევაში, მიუხედავად სახურავის სისქისა).
4. 100 000 მ3
-ზე მეტი ტევადობის სარეზერვუარო პარკის მიწისზედა, აგრეთვე, მიწისქვეშა რეზერვუარები მეხის პირდაპირი დარტყმისგან, დაცული უნდა იქნეს ცაკლე მდგომი მეხსარიდებით. ნავთობის ბაზის რეზერვუარების ჩამიწების პროექტით დასაბუთებულ შემთხვევაში დაცვა დასაშვებია თვით რეზერვუარებზე დაყენებული მეხსარიდებით.
5. საწარმოო შენობებისა და ნაგებობების დაცვა ელექტროსტატიკური ინდუქციისაგან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შენობაში დაყენებული ყველა დანადგარისა და აპარატის ლითონის კორპუსის, აგრეთვე, ლითონის კონსტრუქციის მიერთებით სპეციალურ ჩამამიწებელთან ან ელექტროდანადგარის დამცავ ჩამიწებასთან.
6. მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციები საჭიროა შენობებში და ნაგებობებში შეყვანისას მიერთებული იყოს ნებისმიერ ჩამამიწებელთან.
7. ნებისმიერი კატეგორიის მეხდაცვის მოწყობისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ახლომდებარე სხვა შენობებისა და ნაგებობების მეხსარიდებით შექმნილი დაცვის ზონა. თუ შენობას (ნაგებობას) ნაწილობრივ ფარავს მეზობელი ობიექტის დაცვის ზონა, მეხის პირდაპირი დარტყმისაგან დაცულ უნდა იქნეს მხოლოდ მისი ის ნაწილი (ნაწილები), რომელიც რჩება ამ ზონის გარეთ