1. საქვაბე დანადგარის ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მისი დამამზადებლის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ქვაბი დაყენებული უნდა იქნეს ცალკე შენობაში (დახურული ტიპის საქვაბეში).
3. საწარმოო შენობის და საქვაბის საერთო კედლის არსებობისას, მისი ცეცხლმედეგობის ზღვარი უნდა იყოს, სულ ცოტა, 4 სთ.
4. ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად ქვაბი აღჭურვილი უნდა იქნეს აუცილებელი არმატურითა და უსაფრთხოების საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებით.
თავი VI. უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობპროდუქტების მიღების, გაცემისა და შენახვისა