2. წყალი, რომელიც გამოიყენება საწარმოო, სასმელი და სამეურნეო საჭიროებისათვის, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ სანიტარიულ წესებსა და ნორმებს „ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი”.

3. ყველა საწარმო, რომელიც განთავსებულია ცენტრალური კანალიზაციის მქონე დასახლებულ პუნქტში, მიერთებულ უნდა იქნეს საერთო კანალიზაციასთან. მისი არარსებობის შემთხვევაში საწარმოს უნდა ჰქონდეს საკუთარი საკანალიზაციო ქსელი. დაუშვებელია დაბინძურებული სამეურნეო-ფეკალური და საწარმოო ნახმარი წყლების ჩაშვება მშთანთქმელ ჭებსა და ჭაბურღილებში. ნახმარი წყლების გამწმენდი ნაგებობები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნებს.

4. ტექნოლოგიური აღჭურვილობებიდან და სამრეცხაო აბაზანებიდან ნახმარი წყლების საკანალიზაციო ქსელში ჩაშვების ადგილებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს საჰაერო არის არსებობა.

5. სამეურნეო-ფეკალური და საწარმოო ჩამდინარე წყლების გაერთიანება შენობის შიგნით დაუშვებელია. მათთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამოუკიდებელი მილგაყვანილობა.

თავი V. სანიტარიული მოთხოვნები შენობებისა და სათავსებისად