2. ნაყინის წარმოებაში აკრძალულია მარილმჟავასა და ძმარმჟავას, აგრეთვე ბატის, იხვისა და მირაჟული ქათმის კვერცხის გამოყენება. დასაშვებია მხოლოდ ქათმის კვერცხის (დიეტური, სასადილო, ახალი), კვერცხის ფხვნილის, ასევე ქათმის კვერცხის გულისა და ცილის გამოყენება.

3. ნაყინის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეული და ნახევარფაბრიკატები უნდა ინახებოდეს კვების პროდუქტების შესანახად გათვალისწინებული პირობებისა და სანიტარიული წესების მკაცრი დაცვით. ნაყინის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეული (ნატურალური რძე, ნაღები), უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 60
C ტემპერატურის პირობებში. ნაყინის დასამზადებლად გამოყენებული საღებავები, არომატული ნივთიერებები, საკვები მჟავები რეკომენდებულია ინახებოდეს სხვა პროდუქტებისგან იზოლირებულად.

4. ნაყინის ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს ისეთ პირობებში, რომლის დროსაც შენარჩუნებული იქნება დაბალი ტემპერატურა (გამოწრთობილი ნაყინისთვის – არანაკლებ მინუს 120
C-სა და გამოუწრთობისთვის – არა უმეტეს მინუს 50
C-სა